“ლელომ” ხუთი ბოლნისელი გამოარჩია

ტურის საუკეთესოებს შორის ხუთი ბოლნისელი მოხვდა.
ეროვნული ლიგა 1-ის მეორე ტურში, სიონმა გასვლაზე სამტრდია მინიმალური ანგარიშით დაამარცხა და აქტივში სამი ქულა ჩაიწერა.

გაზეთმა “ლელომ” მეორე ტურის სიმბოლური შეადგინა, სადაც ტურის მწვრთნელად, კობა ჟორჟიკაშვილი დაასახელა.

გარდა მთავარი მწვრთნელისა, ჩვენი გუნდიდან, “ლელოს” სიმბოლურში გურამ გიორბელიძე, ლუკა ნოზაძე, მიხეილ მუჯრიშვილი და ჯაბა დვალი მოხვდნენ. ბოლნისელთა კაპიტანმა შეხვედრის 48-ე წუთზე ანგარიში გახსნა. მატჩის გმირად იქცა მიხეილ მუჯრიშვილი, რომელმაც შესანიშნავ სეივთან ერთად, თერთმეტმეტრიანის მოგერიებაც შეძლო და ბოლნისელთა კარი მშრალად შეინახა.
სიონი, 18 მარტს, მიხეილ მესხის სათადარიგო სტადიონზე, ფოთის კოლხეთს უმასპინძლებს.
შეხვედრა, 14:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ ტრანსლაციას კი erovnuliliga.ge-ი განახორციელებს. .

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.