გორში განცდილი მარცხი კობა ჟორჟიკაშვილმა შეაფასა

ეროვნული ლიგის მეოთხე ტურში გორის “დილამ” საკუთარ მოედანზე ბოლნისის “სიონი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით – 3-2 დაამარცხა. მასპინძლები პირველ ტაიმში ქავთარაძის, ისიფუ ლემპტის და კოვტალიუკის გოლებით იგებდნენ,

ბოლნისელებმა შეხვედრის მიწურულს ანგარიშის მინიმუმამდ დაყვანა მიქაბერიძის და დათუნაშვილის გოლებით შეძლეს. ბოლნისელებმა სტუმართა კარი 84-ე და 86-ე წუთებზე აიღეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, შეხვედრა “სიონის” მთავარმა მწვრთნელმა კობა ჟორჟიკაშვილმა შეაფასა.

“ორი განსხვავებული ტაიმი ვიხილეთ, პირველ ტაიმში გორელებმა გვაჯობეს, განსაკუთრებით ფლანგის ფეხბურთელებმა, სადაც სწრაფი მოთამაშეები ჰყავთ. ჩვნმა მცველებმა ეს ორთაბრძოლები დათმეს სამწუხაროდ და სწრაფი გოლი მივიღეთ, ამ გოლმა ძალიან იმოქმედა საბოლოო ანგარიშზე. მეორე ტაიმში გადავეწყვეთ, თამაშიც გამოვასწორეთ და ანგარიშის გასათანაბრებლად დრო არ გვეყო.

პირველი გოლის მომენტში ბურთს კუთხურის ხაზი გადაკვეთილი ჰქონდა, ამ მომენტმა დიდი როლი ითამაშა ჩვენს ფეხბურთელებზე, თუმცა მადლობა ჩემს ბიჭებს ხასიათის გამოვლენისთვის და ბოლომდე ბრძოლისთვის”,- განაცხადა ბოლნისელთა დამრიგებელმა.

“სიონს” 4 ტურის შემდეგ 4 ქულა აქვს მოპოვებული და სატურნირო ცხრილის მე-6 პოზიციაზე იმყოფება.

“სიონი” მორიგ შეხვედრას, 4 აპრილს, მიხეილ მესხი 2-ზე, “რუსთავის” წინააღმდეგ გამართავს.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.