ქვემო ქართლელთა დაპირისპირებას გიორგი ყრუაშვილი განსჯის

ეროვნული ლიგა ერთის მეხუთე ტურის მატჩში, ბოლნისის “სიონი” “რუსთავს, მიხეილ მესხი 2-ზე უმასპინძლებს. შეხვედრა, ხვალ, 4 აპრილს, 16:00 საათზე გაიმართება, მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას ეროვნული ლიგა განახორციელებს. 

ბოლნისური კლუბი მეხუთე ტურის დაპირისპირებას დანაკლისით ხვდება, დისკვალიფიკაციის გამო, შეხვედრას გიორგი დათუნაიშვილი ტოვებს, ამ მხრივ უდანაკლისოდა სტუმართა გუნდი.  

ქვემო ქართლელთა დაპირისპირებას გიორგი ყრუაშვილი განსჯის, მას ელიკაშვილი, ფიფია და ხერხაძე დაეხმარებიან. 

გასულ ოთხ ტურში “სიონმა” ორი თამაში წააგო, ერთი მოიგო და ერთ ფრე დაამთავრა, დააგროვა ოთხი ქულა და სატურნირო ცხრილში მეექვსე პოზიციას იკავებს. რუსთაველებმა კი, მხოლოდ ერთი თამაშის მოგება შეძლეს და სამი ქულით მერვე ადგილზე იმყოფებიან. 

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.