კობა ჟორჟიკაშვილი: ” ჩვენს მიზანს მივაღწიეთ, მნიშვნელოვანი სამი ქულა მოვიპოვეთ”

მეექვსე ტურის შეხვედრაში, ბოლნისის სიონმა თბილისის ლოკომოტივი დაამარცხა და მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა. მატჩის შემდეგ, სიონის თავკაცმა თამაში შეაფასა და აღნიშნა, რომ მისმა გუნდმა მიზანს მიაღწია.

მადლობა გადაუხადა ფეხბურთელებს და გულშემატკივრებს, რომლებმაც თავი არ დაზოგეს სასურველი შედეგის მისაღებად. 

ვიცოდით, რომ დღეს  რთული თამაში გვექნებოდა. ლოკომოტივს კარგი შემტევი გუნდი ჰყავს. წინა ხაზი კარგადაა დაკომპლექტებული. დღეს ჩვენ ვეცადეთ, რომ მოედნის შუა ნაწილი არ დაგვეთმო მათთვის, არ მიგვეცა სივრცეები, ჩვენთან შეტევის განვითარებისთვის, რაც გარკვეულ წილად მოვახერხეთ. ჩვენც შეტევები ფლანგებიდან ავაწყეთ ​ და ამან შედეგი გამოიღო. სამწუხაროდ, პირველი ტაიმის ბოლოს, გოლი გასახდელში მივიღეთ.

მეორე ნახევარი, როგორც მოსალოდნელი იყო, ლოკომოტივის შეტევებით დაიწყო, ჩვენ ვცდილობდით თავი კარგად დაგვეცვა და კონტრშეტევებზე დაგვეჭირა მეტოქე. საბოლოო ჯამში, მოვახერხეთ ჩვენი მიზნის მიღწევა, მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ფეხბურთელებს, გულშემატკივარს, რომელებიც მოედანზე იყვნენ, დაიხარჯნენ და მის გარეთ. ორი წაგების შემდეგ, მნიშვნელოვანი სამი ქულა მოვიპოვეთ, – აღნიშნა ჟორჟკაშვილმა.  

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.