სიხარულიას გადაცემა და დვალის შესანიშნავი გოლი – სამი ქულა “ლოკოსთან”

ეროვნული ლიგა ერთის მეექვსე ტურის მატჩში, ბოლნისის სიონმა, სტუმრად, თბილისის ლოკომოტივი დაამარცხა და მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა. კობა ჟორჟიკაშვილის შეგირდებმა მასპინძლები ანგარიშით – 2:1 დაამარცხეს. 

მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყდა. ანგარიში 35-ე წუთზე ბოლნისის სიონმა გახსნა. მარჯვენა ფლანგიდან, ლაშა მანაგაძის ჩაწოდების შემდეგ, საჯარიმოში თბილისელთა მეკარემ და  მცველმა ნიკა ჭანტურიამ შეუთანხმებლად იმოქმედეს, რასაც ლოკომოტივის კარში კაპიტნის ავტოგოლი მოყვა. 

ბოლნისელებმა, მეორე გოლი შეხვედრის 44-ე წუთზე გაიტანეს. მარცხენა ფლანგიდან შეტევა ზვიად სიხარულიამ განავითარა. მან საჯარიმოში ორ მცველს შორის მყოფ, ჯაბა დვალს შესანიშნავი გადაცემა გაუკეთა, ამ უკანასკნელს კი, თევდორაძე უშანსოდ დატოვა. ეს გოლი, ბოლნისელთა კაპიტნისთვის, მიმდინარე ჩემპიონატში მეორე გოლი გახლავთ. გამოცდილმა თავდამსხმელმა თავისი გოლების ანგარიში, მეორე ტურში, სამტრედიასთან გატანილი გოლით გახსნა. 

ლოკომოტივმა საპასუხო გოლის გატანა ერთ წუთში მოახერხა. მამია გავაშელიშვილმა ვატო არველაძის პასი გამოიყენა და მიმდინარე ეროვნულ ლიგაში მეორე გოლი გაიტანა.

მეორე ნახევარში, მიუხედავად არაერთი მცდელობისა, ანგარიში აღარ შეცვლილა.

სიონმა შვიდი ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილის მეშვიდე პოზიციაზე იმყოფება. შემდეგ ტურის მატჩს, 21 აპრილს გამართავს. ბოლნისელთა მეტოქე, გათამაშების ლიდერი, თბილისის დინამოა. 

თბილისი, “მიხეილ მესხი 2”. მეექვსე ტური.

ლოკომოტივი – სიონი 1:2 (1:2)

გოლები: 0:1 ჭანტურია (35. ა.გ), 0:2 დვალი (44), 1:2 გავაშელიშვილი (45)

გაფრთხილება: ღონღაძე (43), ცნობილაძე (55), ლობჟანიძე (90) – დვალი (58), დათუნაიშვილი (64), ნოზაძე (90)

ლოკომოტივი (4-2-3-1): თევდორაძე; ღონღაძე, ნ. ჭანტურია, ლობჟანიძე, კომახიძე; ცნობილაძე (რ. ჭანტურია 67), შონია; გვალია (ჯიქია 82), სამურკასოვი (კიკაბიძე 74), გავაშელიშვილ, არველაძე;

მთავარი მწვრთნელი:
 ლაშა ჭაღიაშვილი

სიონი (4-2-3-1):
 მუჯრიშვილი; გაფრინდაშვილი, გურეშიძე, ნოზაძე, გიორბელიძე; დათუნაიშვილი, ქიქავა; მანაგაძე (მინდორაშვილი 74), სიხარულია (ხმალაძე 66), მიქაბერიძე (კოშკაძე 90) დვალი;

მთავრი მწვრთნელი: კობა ჟორჟიკაშვილი

მსაჯი: გ. ვადაჭკორია
ფოტო გამოყენებულია ლოკომოტივის ვებ გვერდიდან

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.