უიღბლობა და სამ წუთში დაკარგული სამი ქულა

ეროვნული ლიგა ერთის მეშვიდე ტურის მატჩში, სიონმა, მიხეილ მესხი 2-ზე, დინამო თბილისს უმასპინძლა და ანგარიშით – 1-2 დამარცხდა.

სიონიდან ერთადერთი გოლი, 56-ე წუთზე, სტანდარტულიდან შესანიშნავი გოლი,

თავის სტილში, გიორგი მიქაბერიძემ გაიტანა. საჯარიმო დარტყმა კი, ზვიად სიხარულიამ გამოიმუშავა. აღსანიშნავია, რომ იგივე სიხარულიას, პირველ ტაიმშივე, შეეძლო საკუთარი გუნდის დაწინაურება. მე-11 წუთზე გურამ გიორბელიძის საჯარიმოში ჩაწოდებული ზვიად სიხარულიას მიუვიდა, რომლის დარტყმულიც ძელის მოხვდა და მეკარეს მიუვიდა. ანგარიშის გახსნასთან ახლოს იყო, ლაშა მანაგაძეც, როცა მიქაბერიძის ჩაწოდების შემდეგ საჯარიმოდან დაარტყა, თუმცა არაზუსტად.
სტუმრებმა ანგარიში 70-ე წუთზე გაათანაბრეს, ზუსტად სამ წუთში დაწინაურება შეძეს და სამი ქულა მოიპოვეს.

სიონი შვიდი ქულით ცხრილის მეშვიდე პოზიციაზე იმყოფება, ხოლო დინამოს პირველ ადგილს 15 ქულით, საბურთლაოსთან იყოფს.

შვიდ თამაშში, ბოლნისურმა კლუბმა 2 მოიგო, 1 ფრე ითამაშა, 4 წააგო. გაიტანა 7 და საკუთარ კარში, 11 ბურთი მიიღო.

სიონი მორიგ შეხვედრას, ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, საქართველოს ჩემპიონთან, ტორპედოს წინააღმდეგ გამართავს.


“სიონი”(ბოლნისი) – “დინამო”(თბილისი) 1:2(0:0)

21,04.2018, თბილისი, მიხეილ მესხი 2

გოლი: 1:0 მიქაბერიძე (56), 1:1 რუხაია (70), 1:2 ნინუა (73)

გაფრთხილება: ნოზაძე (52), ივანისენია(55), დვალი (57)

სიონი: მუჯრიშვილი, გურეშიძე, ნოზაძე, ქიქავა, დვალი, მანაგაძე(სამუშია, 67), მიქაბერიძე(ბერიაშვილი, 88), გაფრინდაშვილი, დათუნაიშვილი(ხმალაძე, 74), სიხარულია, გიორბელიძე

მთავარი მწვრთნელი: კობა ჟორჟიკაშვილი

დინამო: ბულისკერია, რუხაია, კობოური, თოთაძე, ხარაბაძე, ნინუა, ივანისენია(ქარდავა, 86), შულაია, კიტეიშვილი, ივანიშვილი(ძალამიძე, 69), ზივზივაძე

მთავარი მწვრთნელი: კახი კაჭარავა

მთავარი არბიტრი: არსენ ნონიკაშვილი

სიონი – დინამო თბ. 1-2 მატჩის მიმოხილვა

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.