ჩემპიონთან მატჩს ჯენერი ხორავა განსჯის

ბოლნისის სიონი ჩემპიონთან შესახვედრად აქტიურად ემზადება. კობა ჟორჟიკაშვილის გუნდი, ეროვნული ლიგა ერთის მერვე ტურში, ქუთაისის ტორპედოს, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდება.

წინა ტურში, ორივე გუნდმა მარცხი განიცადა, ​ ბოლნისელებმა ვიცე ჩემპიონთან დათმეს, ხოლო ჩემპიონი გუნდი საბურთალოსთან უშანსოდ დამარცხდა.

მასპინძლები ხვალინდელ შეხვედრას დანაკლისით ხვდებიან, ქუთაისელებს დისკვალიფიკაციის გამო, მერაბ გიგაური დააკლდებათ.

ტორპედო – სიონის მატჩს გამოცდილი არბიტრი, ჯენერი ხორავა განსჯის, მას თოდრია გაბისონია და რუხაია (სათადარიგო)დაეხმარებიან.

შვიდი ტურის შემდეგ, ტორპედოს ცხრა ქულა აქვს და სიონს მხოლოდ ორი ქულით უსწრებს. მიმდინარე ჩემპიონატში ტორპედომ ორი შეხვედრა, საკუთარ მოედანზე დათმო, სიონმა კი, ორი გამარჯვება სტუმრად მოიპოვა. საქართველოს ჩემპიონი თუ ეროვნული ლიგა ერთის დებიუტანტი, ვინ შეძლებს საკუთარი გულშემატკივრის გახარებას, ეს ხვალ, 27 აპრილს გადაწყდება. შეხვედრა, 20:30 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს, erovnuliliga.ge-ი უზრუნველყოფს .

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.