სიონი ჩემპიონთან დამარცხდა 

ეროვნული ლიგა ერთის მე-8 ტურში, ბოლნისის სიონმა ჩემპიონთან წააგო. კობა ჟორჟიკაშვილის დარიგებულმა  გუნდმა, მეტოქეს წინააღმდეგობა ვერ გაუწია და ანგარიშით – 3-0 დამარცხდა. 

მატჩის შემდეგ  მთავარმა მწვრთნელებმა თამაში შეაფასეს:

კობა ჟორჟიკაშვილი (სიონი): ” ტორპედომ ღირსეულად გაიმარჯვა და ვულოცავ მათ. ვიცოდით, რომ ჩემპიონ გუნდთან რთული თამაში გველოდა, ორი თამაში ზედიზედ წაგებული ჰ​ქონდა და შინ ყველაფერს იზამდნენ ნანატრი სამი ქულა აეღოთ.

ვცდილობდით ფლანგები დაგვეხურა, სამწუხაროდ ვერ მოვახერხეთ. საწყის წუთებში გოლი მივიღეთ, ამის შემდეგ, ვეცადეთ თამაში დაგველაგებინა, მაგრამ შეხვედრის მეორე ნახევარშიც ვერც მოვახერხეთ საკუთარი თამაშის პოვნა.

ცივ გონებაზე გავაკეთებთ ანალიზს და ვეცდებით აღმოვფხვრათ ის ხარვეზები, რაც ტორპედოსთან მატჩში გამოჩნდა. ვეცდებით შემდეგი შეხვედრებში უკეთესი თამაშის ხარისხი ვაჩვენოთ”.  

კახაბერ ჩხეტიანი (ტორპედო): ” პირველ რიგში კმაყოფილი ვარ იმით, რომ სამი ქულა ავიღეთ. ფსიქოლოგიურად ეს გამარჯვება ძალიან გვჭირდებოდა, როგორც იცით,  მიყოლებით ორ თამაშში დავმარცხდით და სატურნირო მდგომარეობა ჩვენთის სახარბიელო არ იყო. 

მადლობას ვუხდი ბიჭებს, მათ ფსიქოლოგიური მომენტი გადალახეს და თამაში გამარჯვებამდე მიიყვანეს. მადლობას ვუხდი უფალს ამ გამარჯვებისთვის, შევეცდებით, რომ სტადიონზე მოსულმა გულშემატკივარმა სანახაობა ნახოს და ჩვენი გამარჯვებებით გაიხაროს”. 

სატურნირო ცხრილში, სიონი, რვა ტურის შემდეგ შვიდი ქულით, კვლავ, მეშვიდე პოზიციას იკავებს. მორიგ შეხვდრას კი, 1 მაისს, მიხეილ მესხი 2-ზე, საჩხერის ჩიხურას წინააღმდეგ გამართავს. 

ფოტო გამოყენებულია ტორპედოს facebook-ის გვერდიდან

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.