მარცხი ჩიხურასთან

ბოლნისის სიონმა ეროვნული ლიგა ერთის პირველი წრე, საჩხერის ჩიხურასთან მატჩით დაასრულა. სიონმა, ამჯერადაც საშინაო შეხვედრა, მიხეილ მესხი 2-ზე გამართა. კობა ჟორჟიკაშვილის გუნდი ორბურთიანი სხვაობით დამარცხდა.

შეხვედრაში ანგარიში ირაკლი ბუღრიძემ გიორგი გაბედავას პასის შემდეგ გახსნა, ხოლო საბოლოო ანგარიში თავად გაბედავამ თერთმეტმეტრიანის შესრულების შემდეგ დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ შეხვედრის მთავარმა არბიტრმა პაპუნა მაჭარაძემ უხეში შეცდომა დაუშვა. მან თერთმეტმეტრიანი დანიშნა, ჯარიმის ნაცვლად, ფეხბურთელებს შორის აშკარა კონტაქტი საჯარიმოს გარეთ მოხდა.
შეხვედრის 59-ე წუთზე, საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთზე, სტუმართა მცველმა ლევან კაკუბავამ ხელით ითამაშა, თუმცა ეს ეპიზოდი მთავარ და გვერდით მსაჯსაც გამოეპარათ.

რვა ტურის შემდეგ, სიონმა 7 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილის მე-7 პოზიციაზეა.

მორიგ შეხვედრას, სიონი, 5 მაისს, საბურთალოს წინააღმდეგ გამართავს.


თბილისი. მიხეილ მესხი 2.

სიონი-ჩიხურა 0-2 (0-0)

გოლი: 0-1 ირაკლი ბუღრიძე (11), 0:2 გიორგი გაბედავა (პენ. 41)

გაფრთხილება: გურამ გიორბელიძე (40), ზვიად სიხარულია (62), რევაზ ჩიტეიშვილი (70), გიორგი გაბედავა (74)

სიონი. 4-2-3-1: მიხეილ მუჯრიშვილი (კ), გურამ მინდორაშვილი, ალექსანდრე გურეშიძე, ლუკა ნოზაძე, ვაჟა ქიქავა, ლევან ხმალაძე, გიორგი ბერიაშვილი (ჯაბა დვალი 63), ლაშა მანაგაძე (ჯაბა უგულავა 46), ცოტნე სამუშია (გიორგი გაფრინდაშვილი 56), ზვიად სიხარულია, გურამ გიორბელიძე

მთავარი მწვრთნელი: კობა ჟორჟიკაშვილი

ჩიხურა. 4-4-2:
დინო ჰამზიჩი, რევაზ ჩიტეიშვილი, თეიმურაზ მარკოზაშვილი, დავით მაისაშვილი, გიორგი გაბედავა, ირაკლი ლექვთაძე (გიორგი ბუხაიძე 76), ირაკლი ბუღრიძე (კახა კახაბრიშვილი 66), ლევან კაკუბავა, ლაშა ჩიკვაიძე (კ), დავით მეგრელიშვილი, დენის დობროვოლსკი

მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

მთავარი არბიტრი: პაპუნა მაჭარაძე

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.