სიონი vs სამტრედია – მსაჯთა ბრიგადა ცნობილია 

ეროვნული ლიგა 1-ის მე-11 ტურში, ბოლნისის სიონი სამტრედიას, მიხეილ მესხი 2-ზე უმასპინძლებს. შეხვედრა, 15:00 საათზე გაიმართება და მის პირდაპირ რეპორტაჟს ეროვნული ლიგა განახორციელებს. 

პირველ წრეში ამ გუნდების დაპირისპირება  ბოლნისელთა გამარჯვებით დასრულდა.

ერთადერთი გოლი სიონის კაპიტანმა და ლიდერმა ჯაბა დვალმა 48-ე წუთზე გაიტანა. აღსანიშნავია, რომ სამი ქულის დაკარგვას, გუნდი, მიხეილ მუჯრიშვილმა გადაარჩინა, რომელმაც ფატიჩის თერთმეტმეტრიანი მოიგერია.

 ათი ტურის შემდეგ, სიონმა და სამტრედიამ შვიდ-შვიდი ქულა დააგროვა. ორივე გუნდს სამი ქულის მოპოვება ჰ​აერივით სჭრდება. უშუალო კონკურენტების დაპირისპირებას გოგა კიკაჩეიშვილი განსჯის, მას ვარამაშვილი, სადლიანი და ხერხაძე დაეხმარებიან. 

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.